Saturday 12 March 2016

ინტელის ტრენინგი

პითაგორას თეორემა

                                                                                      
                                                   რეფლექსია



     ამ  პროექტის  მოდულით  ვისწავლე  და  გავიღრმავე  ცოდნა  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვაში.ინტერნეტის   გამოყენება   კვლევისათვის,ინტერნეტთანამშრომლობით  სასწავლო  რესურსების   გამოყენება. სასწავლო  ნიმუშების   შექმნა ,  სწორი  დაგეგმვა  მოსწავლეთა   წარმატებებისათვის. მიმართულების   მიმცემი  კითხვების დასმა, ბუკლეტების  შექმნა.  შეფასების  რუბრიკების  გამოყენება,კვლევითი  ფორმების    შექმნა,ბლოგზე   ინფორმაციის  ატვირთვა  და შენახვა.

Tuesday 11 June 2013

,,ელექტრონული ბუკლეტი"

1.პროექტის სახელწოდება: ,,ელექტრუნული ბუკლეტი"

2. პროექტის მთავარი იდეა:ელექტრონული ბუკლეტის დამზადება

3. პროექტის მიზნები და აქტუალობა: ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სასწავლო მიზნებისათვის, როგორ წარმოვადგინოთ ინფორმაცია ორგანიზებულად, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია ნაბეჭდი სახით თანატოლებს

4. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი, VI კლასი

5. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა

6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ ბუკლეტის კომპიუტერული ვერსიის აწყობას, ბუკლეტის დიზაინის  შექმნას, მხატვრულ გაფორმებას.

7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი

8. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ა) პროექტზე მუშობისას სასარგებლოა, წინასწარ ჩატარდეს კვლევა, რომლის დახმარებით გადაწყდება, რომელი მოსწავლე რომელ საგნობრივ თემაზე იმუშავებს. შეიძლება მოსწავლეებმა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელშიც X-ით აღნიშნავენ შერჩეულ ორ კატეგორიას:

სახელი,
გვარი
რელიგია
ისტორია
გეოგრაფია
კულტურა
მითოლოგია
მსოფლიო
გამოგონებები
...

X



X


შევსებული ანკეტის მიხედვით მოსწავლეები თვითონ ჩამოაყალიბებენ ჯგუფებს, აირჩევენ ჯგუფის  ლიდერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დავალების შესრულებაზე.
ბ) ჯგუფის შიგნით დავალებების გადანაწილება:
    • ინფორმაციის ძიება, გაფილტვრა, შერჩევა (www. codna. ge, www. bembi.ge, www.istoria.ge და სხვა)
    • ბუკლეტის კომპიუტერული ვერსიის აწყობა
    • ბუკლეტის დიზაინი
    • ბუკლეტის პრეზენტაციაზე პასუხისმგებელი
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ის ტექნ.VI.4
იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროეტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად.

10. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია ჭოხონელიძე

11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: chokhonelidzelika@gmail.com

12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:likasblogi2013.blogspot.com