2. პროექტის მთავარი იდეა:ელექტრონული ბუკლეტის დამზადება
3. პროექტის მიზნები და აქტუალობა: ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სასწავლო მიზნებისათვის, როგორ წარმოვადგინოთ ინფორმაცია ორგანიზებულად, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია ნაბეჭდი სახით თანატოლებს
4. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი, VI კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ ბუკლეტის კომპიუტერული ვერსიის აწყობას, ბუკლეტის დიზაინის შექმნას, მხატვრულ გაფორმებას.
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი
8. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ა) პროექტზე მუშობისას სასარგებლოა, წინასწარ ჩატარდეს კვლევა, რომლის დახმარებით გადაწყდება, რომელი მოსწავლე რომელ საგნობრივ თემაზე იმუშავებს. შეიძლება მოსწავლეებმა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელშიც X-ით აღნიშნავენ შერჩეულ ორ კატეგორიას:
სახელი,
გვარი
|
რელიგია
|
ისტორია
|
გეოგრაფია
|
კულტურა
|
მითოლოგია
|
მსოფლიო
გამოგონებები
|
...
|
X
|
X
|
შევსებული ანკეტის მიხედვით მოსწავლეები თვითონ ჩამოაყალიბებენ ჯგუფებს, აირჩევენ ჯგუფის ლიდერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დავალების შესრულებაზე.
ბ) ჯგუფის შიგნით დავალებების გადანაწილება:
- ინფორმაციის ძიება, გაფილტვრა, შერჩევა (www. codna. ge, www. bembi.ge, www.istoria.ge და სხვა)
- ბუკლეტის კომპიუტერული ვერსიის აწყობა
- ბუკლეტის დიზაინი
- ბუკლეტის პრეზენტაციაზე პასუხისმგებელი
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის ტექნ.VI.4
იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროეტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად.
10. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია ჭოხონელიძე
11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: chokhonelidzelika@gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:likasblogi2013.blogspot.com